Monday, May 30, 2011

დაცული ტერიტორიების სააგენტო




    ’’დაცული ტერიტორიების სააგენტო’’


შეფასების კრიტერიუმები:
Ø რა ობიექტებს აერთიანებს დაცული ტერიტორიების სააგენტო.
Ø რა ტიპის მომსახურებას სთავაზობს თითოეული  ობიექტი მომხმარებელს.
Ø როგორ უზრუნველყოფს ტერიტორიული ერთეულების დაცვასა და განვითარებას.
Ø ვინ არის სამიზნე აუდიტორია და როგორ უზრუნველყოს წვდომას.




თემაზემუშაობდა:  ქეთევან არევაძე






   თბილისი 2011
შესავალი
საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებას დიდი ხნის ისტორია გააჩნია. პირველი დაცული ტერიტორია ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა ჯერ კიდევ 1912 წელს. ამჯერად კი დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 495 892 ჰა, რაც ქვეყნის ტერიტორიის 7 %. დაცული ტერიტორიების დაახლოვებით 75 % ტყით არის დაფარული. საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 8 ეროვნული პარკი, 12 აღკვთილი, 14 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია. მართვასა და კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის  და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცული ტერიტორიების სააგენტო. იგი შექმნილია დაცული ტერიტორიების სფეროში სახელმწიფო ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად. სააგენტოს ამოცანებს: სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლებისა დაცვა, კონტროლი, ახალი დაცული ტერიტორიების დაგეგმვა და განვითარება, დაცული ტერიტორიების პოპულალიზაცია და ეკოტურიზმის განვითარება, დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და მოწყობა.
კვლევის მიზანი
აღნიშნულ თემაზე მუშაობის ძირითად მიზანს წარმოადგენს: დავადგინო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, არსესებულ რესურსებს იყენებს თუ არა მაქსიმალურად და რამდენად ეფექტურად აწვდის მას სამიზნე აუდიტორიას.
კვლევის მეთოდოლოგია  გამოვიყენე აააააააააააააა  ,რაც გულისხმობს ფაქტების შეგროვებასა და დამუშავებას. და რაოდენობრივი კვლევა.
კონკრეტული აქტივობები სააგენტოს საიტზე არსებული მასალების გაცნობა. როგორიცაა მაგალითად: სააგენტოს შემადგენლობაში შესული ობიექტების მომსახურებები, მიმდინარე გეგმები, მიმდინარე პროექტები, ვიზიტორთა სტატისტიკური ინფორმაციის გაცნობა-ანალიზი, ონ-ლაინ დაჯავშნის შემოწმება რამდენად ეფექტურად მუშაობს და სხვა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემადგენლობაში შედის შემდეგი ტერიტორიული ერთეულები: ალგეთის ეროვნული პარკი, აჯამეთის დაცული ტერიტორია, ბაწარა-ბაბანეულის დაცული ტერიტორია, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ბიჭვინთა-მიუსერის დაცული ტერიტორია, გარდაბნის დაცული ტერიტორია, ვაშლოვანის დაცული ტერეტორია, თბილისის ეროვნული პარკი, თუშეთის ეროვნული პარკი, იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორია, კაცობურის დაცული ტერიტორია, ჯავახეთის ეროვნული პარკი, კინტიშის დაცული ტერიტორია, ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, ლიახვის დაცული ტერიტორია, მარიამიჯვრის დაცული ტერიტორია, მტირალას ეროვნული პარკი, რიწის დაცული ტერიტორია, ფსხუ-გუმბათის დაცული ტერიტორიები, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ჭუჭუნას დაცული ტერიტორია.
თითოეული ტერიტორიული ერთეულის შესახებ ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ გვერდზე (dpa.gov.ge), სადაც თითოეული  დახასიათებულია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: სად მდებარეობს კონკრეტული დაცული ტერიტორია, უახლოეს რეკრეაციულ ზონასთან მისი დაშრება, ზღვის დონიდან მისი მდებარეობა, ბუნებრივ კლიმატური პირობები,  ზამთარსა და ზაფხულში ჰაერის საშუალო ტემპერატურა, ტენიანობა, როგორია ფლორა და ფაუნა, რა ტიპის მცენარეები, ცხოველები, და ფრინველებია დაცული კონკრეტულ ერთეულზე. ასევე არის ისტორია დაცული ტერიტორიის შესახებ, ან მის ახლოს მდებარე ღირსშესანიშნავი ძეგლის შესახებ, ინფორმაცია არქეოლოგიური გათხრების შესახე. კონკრეტულად არის დასახელებული რა ტიპის ტურისტებისთვისაა გათვლილი ესა თუ ის დაცული ტერიტორია, როგორი სპორტის სახეობების განვითარებაა შესაძლებელი. და ბოლოს,  რა ღონისძიებებია დაგეგმილი უახლოეს მომავალში.
თითოეული დაცული ტერიტორია განსხვავებულ მომსახურებას გვთავაზობს. ბორჯომ-ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრი გვთავაზობს 9 ტურისტულ მარშუტს:
1.      ’’ ნიკოლოზ რომანოვის ბილოკი’’ – 3 დღიანი, 41 კმ, სალაშქრო და საცხენოსნო.
2.      ’’ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი’’ – 54 კმ, 4 დღიანი, სალაშქრო და საცხენოსნო.
3.      ’’ პანორამების ბილიკი’’ – 34 კმ, 2 დღე, სალაშქრო- საცხენოსნო.
4.      ’’ ხელუხლებელი ტყის ბილიკი’’ -13 კმ, 6 სთ, სალაშქრო.
5.      ’’ ზეკარის უღელტეხილის ბილიკი’’ – 31 კმ, 2 დღე, სალაშქრო.
6.      ’’ ნაკვალევის ბილიკი’’ – 13 კმ, 6 სთ, სალაშქრო.
7.       ეროვნული პარკის ’’საინფორმაციო ბილიკი“ - 3 კმ, 1:30 სთ,  სალაშქრო.
8.      ’’ მეღვრუკის ხეობა“ – 5 კმ, 6 სთ, საცხენოსნო.
9.      ’’ მწყემსების ბილიკი’’ -14 კმ, 5 სთ, საცხენოსნო.
აქტივობები: სალაშქრო და საცხენოსნო

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი გვთავაზობს 6 ტურისტულ მარშუტს:
1.      ’’ არწივის ხეობა ’’ – 5 კმ, 5 სთ, სამანქანო მარშუტი.
2.      ’’ მიჯნის ყურე ’’ – 80 კმ, 2 დღე, სამანქანო.
3.      ’’ დათვის ხევი, პანტიშარა’’ – 5 კმ, 1 დღე,  საფეხმავლო-სამანქანე.
4.      ტახტი ტეფას ვულკანები - 55 კმ, 1 დრე, სამანქანე.
5.      დათვის ხევი- პანტიშარა- ქურციკების ვოლიერი-80 კმ, 2 დღე, სამანქანე.
6.      მიჯნის ყურე სპორტული თევზაობა - 80 კმ, 2 დღე, სამანქანე.
აქტივობები: ლაშქრობა, ფრინველებზე დაკვირვება, სამთო ველოსიპედით სეირნობა,
სამოყვერულო თევზაობა.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი გვთავაზობს 3 ტურისტულ მარშუტს:
1.      ’’ შრომი ხეობის ჩანჩქერი’’  (პატერა ჩანჩქერი) – 14 კმ, 5 სთ, საფეხმავალო.
2.      ’’ ნინოს ხევის ჩანჩქერი’’ ( დიდი ჩანჩქერი) -16 კმ, 5 – 6 სთ, საფეხმავალო.
3.      ’’ მაჭის ციხე“ – 8 კმ, 3-4 სთ, საფეხმავალო- საცხენოსნო.
4.      შავი კლდეების ტბა- 50 კმ, 3 დღე, საფეხმავალო- საცხენოსნო.
აქტივობები: ცხენოსნობა, ლაშქრობა, ფრინველებზე დაკვირვება.

თუშეთის ვიზიტორთა ცენტრი გვთავაზობს 11 ტურისტულ მარშუტს:
1.      ’’ დიკლო ’’ – 36 კმ, 3 დღე, საცხენოსნო- საფეხმავალო.
2.      ’’ ორეთი’’ - 23 კმ, 2 დღე, საცხენოსნო- საფეხმავალო.
3.      ’’ დუჭუ“ - 28 კმ, 2 დღე, საცხენოსნო- საფეხმავალო.
4.      ’’ წოვათა“ – 65 კმ, 5 დღე, საცხენოსნო- საფეხმავალო.
5.      ’’ გონთაი“ -50 კმ, 2 დღე, საცხენოსნო- საფეხმავალო.
6.      ’’ ქუე’’ -6 კმ, 1 დღე, საფეხმავალო.
7.      ’’ ვაძა“ 5 კმ, 1 დღე, საფეხმავალო.
8.      ’’ კესელო“ -4 კმ, 1 დღე, საფეხმავალო.
9.      ’’ დართლო“ 10 კმ, 1 დღე, საფეხმავალო- საცხენოსნო.
10.  ’’ ჭეშო“ 8 კმ, 1 დღე, საფეხმავალო- სახხენოსნო.
11.  “ დაქუხი“ 60 კმ, 4 დღე, საცხენოსნო -საფეხმავალო.
აქტივობები: ლაშქრობა-ცხენოსნობა, ფრივნელებზე დაკვირვება, სამთო ველოსიპედით სეირნობვნჯბა.
მტირალას ეროვნული პარკი. აქტივობა: ლაშქრობა- ცხენოსნობა.
კინტოშის ვიზიტორთა ცენტრი გვთავაზობს 2 ტურისტულ მარშუტს:
1.    ’’ თამარის თაღოვანი ხიდი და ბზების კორომი“ – 1 კმ, 30 წთ, საფეხმავლო.
2.    “უთხოვარი და ტბა ტბიყელი“ – 37 კმ, 7-8 სთ, საფეხმავლო- საცხენოსნო.
აქტივობები: ლაშქრობა, ცხენოსნობა.
ქობულეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი გვთავაზობს 3 ტურისტულ მარშუტს:
1.      “ ისპანი-2“ –  30 კმ, 30 კმ, საგანმანათლებლო- საფეხმავლო (აღკვეთილში).
2.      “დროზერა“- 2 კმ, 1 :30 წთ, საფეხმავლო მარშუტი (აღკკვეთილში).
3.      “თეთრხავსი“ – 1 კმ, 1 სთ, მეცნიერებისთვის (ნაკრძალში).
აქტივობები: ჭაობზ სიარული.
კოლხეთის ეროვნული პაკი, ტურისტული მარშუტი:
1.    “ პალიასტომი - ფოჩორი“ - 4 სთ, გასვლა პანტონით.
2.    “ პალიასტომი ტბა“ – 1 სთ, გასვლა პანტონით.
3.    “ პალიასტომი ტბა“ – 30 წთ, გასვლა კატამარინით.
4.    “ დელფინების ტური შავ ზღვაზე“  გასვლა კატამარინით.
აქტივობები: კატერით გასეირნება, კაიაკით გასეირნება, პანტომით გასეირნება, სპორტული თევზაობა, ფრინველებზე დაკვირვება.
ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია 4 ტურისტულ მარშუტს გვთავაზობს:
1.      მანგლისი-ნაპილნარი-მანგლისი- 3-4 სთ, საცხენოსნო ლაშქრობა.
2.      მანგლისი-პატარა ნამტვრიანი- მანგლისი 4-5 სთ, საცხენოსნო ლაშქრობა.
3.      არხოტი-კლდე კარის ციხე - არხოტი- 6-5 სთ, საცხენოსნო ლაშქრობა.
4.      მანგლისი-ნაპილნარი-კლდე კარი-რკონი-უკან - 3-4 სთ, საცხენოსნო ლაშქრობა.
აქტივობა: ლაშქრობა- ცხენოსნობა.
თბილისის ეროვნული პარკის ტურისტული მარშუტები: დენდროპარკი და ზედაზენი სკოლის მოსწავლეებს განასკუთრებულ ტურებს სთავაზობს. მოსწავლეებს  ორ კატეგორიად:  მე-9 კლასამდე მოსწავლეებად და მე-9 კლასის ზემოთ მყოფ მოსწავლეებად ყოფს. სწორედ მათთვის განსაკუთრებულდ  მარტივი და საშუალო სირთულის ტურისტული მარშუტები შეიმუშავეს, ბილიკზე მოსწავლეებს თან გააყოლებს დაცული ტერიტორიების ადმინისერციიდან წარმომადგენელს, რომელიც ბავშვებს მიაწოდებს სრულყოფილ ინფორმაციას იქ არსებული ბიომრავალფეროვნებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ.
            დაცული ტერიტორიების სააგენტო ვებ-გვერდის საშუალებით დაინტერესებულ  პირებს აწვდის  ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მათ დასჭირდეთ. თუ რათქმაუნდა გადაწყვეტენ მოგზაურობას, რომელიმე დაცულ ტერიტორიაზე. ეს შეიძლება იყოს ინფორმაცია ტურისა და მომსახურების შესახებ, ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ ტურებზე ფასების შესახებ, ღამისთევის ადგილების, საპიკნიკე ადგილების,  საძილე ტომრების, კარვების, ზურგჩანთების დამატებითი აღჭურვილობის (ანკესი, ფანარი კვებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა, სამთოველოსიპედი, ჭოგრიტი, კაიაკი, კატერი  და სხვა), ინფორმაცია უახლოესი კვების ობიექტების შესახებ, გიდის მომსახურების, სასტუმროს ნომრის ვიზიტორთან, საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ. გარდა ამისა სააგენტო საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად განახორციელოთ ონ-ლაინ დაჯავშნები.
დაცუილ ტერიტორიების სააგენტო თითოეული დაცული ტერიტორიის დაცვისა და შენარჩუნებას ახორციელებს ქვეყნის მთავრობის მიერ მიღებული კანონებითა და ნორმატიული აქტებით, ესენია: საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, სააგენტოს დებულება,  ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დაბულება, საერთაშორისო კონვენციები ( საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 30 აპრილის N 201 დადგენილება), ნორმატიული აქტები: საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეულის, ლაგოეხისა და ვაშლოვანის ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, საქართველოს თბილისის ეროვნული პარკების შესახებ, საქართველოს კანონი მტირალას ეროვნული პარკის შესახებ, საქართველოს კანონი იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ და საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ.
 სააგენტოს დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში მხარს უჭერენ პარტნიორი ორგანიზაციები, როგორებიც არიან:  გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობა, ასოციაცია “გადავარჩინოთ ბავშვები“, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისი, ლატვიის გარემოს დაცვის სამინისტრო, ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირი, ევრაზიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდი, შპს. ’’გარემოს დაცვის პროექტები “ ლატვია, სამხრეთ კავკასიის გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელი, ივნე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი. ასევე სააგენტოსთან დაძმობილებულინი არიან პარკები მაუნთინის ეროვნული პარკი, რომელიც დაძმობილებულია თუშეთის ეროვნულ პარკთან და მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატბეში, კოლორადოს შტატში. და პოინტ რეის ეროვნული პარკი, რომელიც კოლხეთის ეროვნული პარკის დაძმობილებული პარკია და მდებარეობს კალიფორნიის შტატში, სან-ფრანცისკოდან 50 კმ. დაშორებით.
დონორი ორგანიზაციების მხარდაჭრით სააგენტო არა მხოლოდ არსებული დაცული ტერიტორიების დაცვაზე და შეანრჩუნებაზე ზრუნავს, არამედ ის გაგმარებითი დაცული ტერიტორიების შექმნაზეც ზრუნავს, რომლის საფუძველს წარმოადგენს უნიკალური ბუნებისა და კულტურული ძეგლების კონვერსაცია, დაცვა და აღდგენა. ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა ასევე ხელს შეუწყოფს რეგიონში სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ეკოტურზმის განვითარებას და საქართველოში არსებული უნიკალური ბიომრავალფეროვნების პოპულალიზაციას მსოფლიო დონეზე. გეგმარებითი დაცული ტერიტორიების ნუსხაში არიან: ფშავ-ხევსურეთი, რომელიც მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. რომლის დაცულ ტერიტორიად დაარსება ხელს შეუწყოფს :
·         დაცული ტერიტორიიის ერთიანი ქსელის განვითარებას,
·         აღმოსავლეთ კავკასიონის ლანდშაფტების პირვანდელი სახის  და ბუნებრივ-ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება,
·         აღმოსავლეთ კავკასიონის ცენტრაურ ნაწილში გავრცელებული ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ბიომრაბალფეროვნების შენარჩუნებას.
·         რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და სხვა.
     მაჭახელას გაგმარებითი დაცული ტერიტორიები, მდებარეობს აჭარის რეგიონში. მისი გეგმარებით დაცულ ტერიტორიად გამოცხადება ხელს შეუწყოფს:
·         ბიომრავალფეროვნების, ძირითადად კი კოლხური ტყის ეკოსისტემების დაცვასა ად შენარჩუნებას, ეკოსისტემების მდგრადობისა და წონასწორობის უზრუნველყოფას.
·         ჯავახეთის სამხრეთ- დასავლეთ ნაწილში ერთიანი ეკოლოგიური ქსელის შექმნას და ერთიანი მენეჯმენტის დანერგვას.
·         ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ალტერნატიული შემოსავლის წყაროების გაზრდას.
·         ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარებას
 მაჭახელას გეგმარებითი დაცული ტერიტორიის ჩამოყალიბება თურქეთში არსებული დაცული ტერიტორიის მახლობლად (ჯიმალის ბისფერული რეზერვატი), რასაც დადებითი შედეგი  ექნება რეგიონული თანამშრომლობისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის და სხვა.
 ცენტრალური კავკასიონის გეგმარებითი დაცული ტერიტორიები მოიცავს: რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და ზემო სვანეთის დაცულ ტერიტორიებს. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით უკვე მომზადდა აღნიშნული დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმები, რომლებიც განსაკუთრებულია მათი საწყისი 5 წლიანი მართვისათვის.
დაცული ტერიტორიების სააგენტოში 2011 წლის მიმდინარე პროექტია: მთათუშეთის მაღალმთიანი ზონის მოსახლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შეიქმნა ვებ-გვერდი, რომელიც დაეხმარება მათ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ დაინტერესებულ პირებს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ინტერაქტიული რუკის შექმნა. მრავალდონიანი რუკა დაცული ტერიტორიების შესახებ ხელმისაწვდომს გახდის სპეციფიკურ ინფორმაციას ეროვნულ პარკებში არსებული ბიომრავალფეროვნების, ტურისტული მარშუტების და ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ. ვაშლოვანის მენეჯმენტის გაგმის განახლება “ ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასია/საქართველო’’, პროგრამის ფარგლებში ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ჯეირნის რეინტროდუქციის გრძელვადიანი პროგრამის მომზადება და ფერმერთა განსახლების გეგმის განახლებაა დაგეგმილი. ბორჯომ-ხარაგაულის მენეჯმენტის გეგმის განახლება და მიმდინარე ხარჯების დაფარვა. ზურმუხტოვანი ქსელის შექმნა საქართველოში და საერთაშორისო ქსელში ინტეგრირება, საიტების ანალიზი, საზღვრების იდენტიფიცირება, მონაცემების ბაზის შექმნა. დაცული ტერიტორიების სისტემების ფინანსური ხალშეწყობა. ბუნების დაცვის პროგრამა “ სამხრეთ კავკასია-ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნა საქართველოში.
გეგმარებითი დაცული ტერიტორიების შექმნთ სააგენტო გააფართოვებს მომსახურებას, რის შედეგადაც კიდევ უფრო გაიზრდება ვიზიტორთ აყოველწლიუი რაოდენობა.
დაცული ტერიტორიების სააგეტოს სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს: ნებისმიერი ასაკის, სქესის, რელიგიის, სოციალური ფენი და ეროვნების ადამიანი. ესენი შეიძლება იყვნენ:  სკოლის მოსწავლეები, შედარებით უფროსი ასაკის  ადამიანები, ტურისტები, სპორტსმენები, დასვენებისა და გართობის მოყვარული ადამიანები, ექსტრემალები, მემეცნიერები და მკვლევარები. სააგენტო თითოეულ მომხმარებელს განსხვაებული ტიპისა და სირთულის ტურებს სთავაზობს.   ცდილობს მაქსიმალურად სრულყოფილი მომსახურება მიაწოდოს  თავის სამიზნე აუდიტორიას, ამისთვის ის ბეჭდავს კალენდრებს, ჟურნალებს, ტურისტულ რუკებს, საველე მეგზურ წიგნებს და სხვა.
ვიზიტორთა რაოდენობრივი ცვლილების შესასწავლად სააგენტო იკვლევს სტატისტიკურ ინფორმაციას როგორიცაა: ვიზიტორთა სტატისტიკა დაცულ ტერიტორიებზე წლების მიხედვით, ვიზიტორთა სტატისტიკა დაცული ტერიტორიების მიხედვით, ვიზიტორთა რაოდენობისა და შემოსავლების დინამიკა დაცულ ტერიტორიაზე თვეების მიხედვით, საქართველოს და უცხო ქვეყნის ვიზიტორთა დინამიკა დაცულ ტერიტორიებზე თვეების მიხედვით, უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა დაცულ ტერიტორიებზე ქვეყნების მიხედვით. თითოეული ეს სტატისტიკური მონაცემი განახლებულია 04.04.2011 წელს. რაც სრულიად საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
კვლევის შედეგები:
ჩემი კვლევის შედეგად დავასკვენი, რომ სააგენტო ყველა ხერხს მიმართავს რათა სერვისების შესახებ  ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს სამიზნე აუდიტორიას. სააგენტოს თავისივე საიტზე აქვს უამრავი ფოტო და აუდიო მასალა, ასევე არის რუკა რომელიც დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს, რომელია სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი და  გეგმარებით დაცული ტერიტორია. სააგენტოს რეკლამები ხშირად ტრიალებს სატელევიზიო სივრცეში, ასევე რეკლამები განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ’’ ბილბორდების“ სახით. სააგენტოს თავისი გვერდი აქვს Facebook.com -ზე, სადაც 5004 მეგობარი ჰყავს, ასევე twiter.com-ზე, განთავსებული აქვს ვიდეოები YouTube.com – ზე და myVIDEO.ge -ზე. ასევე ტურიზმთან დაკავშირებულ და სამთავრობო საიტებზე არის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბმული.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს არ აქვს მკაფიოდ გამოხატული მისია და სამიზნე აუდიტორია. მას დიდი რესურსი გააჩნია სამიზნე აუდიტორიის გასაფართოვებლად, მაგრამ ამ დროისათვის მის ერთადერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ტურიზმი წარმოადგენს. მაგრამ ის ამ სამიზნე აუდიტორიისთვისაც ვერ ახერხებს სრულყოფილი მომსახურების შეთავაზებას, რაც შემდეგში გამოიხატება: საიტზე არ არის საკმარისი რაოდენობის ფოტო მასალა კონკრეტული დაცული ტერიტორიის შესახებ. არაა საძიებელი სისტემა, რომლის საშუალებითაც გამარტივდება ჩვენთვის სასურველი ინფორმაციის მიღება ცხოველების ჯიშების, იშვიათი სახეობის ქვეწაერმავლების, გადაშენების პირას მყოფი ფრინველთა სახეობის, ან ბიომრავალფეროვნების შესახებ. საიტზე განთავსებულია ტურისრული მარშუტის რუკები, მაგრამ მათი მოძიება მხოლოდ გამოცემებში მოძებნითაა შესაძლებელი და არა საიტიზე ძიებით, რაც ხელს უშლის მის მასიურ გავრცელებას დაინტერესებულ პირებში. მიუხედავად აღნიშნული მთელი რიგი პრობლემებისა, საიტზე განთავსებულ სტატისტიკური მონაცემების შესწავლით ირკვევა, რომ ვიზიტორთა რაოდენობა კონკრეტულ ობიექტებზე წლიდან-წლამდე იზრდება. მაგრამ აქ ძირითადად საუბარია მხოლოდ ტურისტებზე.
დასკვნა
დაცული ტერიტორიების სააგენტო მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობას სთავაზობს მომხმარებლებს. საქართველოს  მრავალფეროვანი ბუნებიდან გამომდინარე სააგენტოს კიდევ უფრო მეტი მომსახურების  შეთავაზება შეუძლია. რაც ვიზიტორთა რაოდენობას საგრძნობლად გაზრდის. ამ პრობლემის გამოსწორება შესაძლებელია ინვესტიციებისა და შრომის შედეგად.
დაცული ტერიტორიების სააგენტო 2009 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში, მრავალი წარმატებული პროექტის განხორციელება შეძლო. რაც გამოიხატება თითოეულ დაცულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებით და ინფრასტუქტურის გავნითარებთ, მიუხედავად ამ წინსვლისა მინდა ავღნიშნო, რომ სააგენტოს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარების საქმეში. მან უნდა უზრუნველყოს ბიომრავალფეროვნების დაცვა, ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაცვა, ტერიტორიებზე ხშირად უნიკალური, წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები, ფრინველები და ცხოველები არიან დაცულნი, რასაც განსაკუთრებული ყურადება და გაფრთხილება სჭირდება. გარდა ამის, მან უნდა უზრუნველყოს სწორი პოლიტიკის გატარება ტურიზმის სფეროში. რისი გამოიხატულებაც, როგორც ადგილობრივ  ისე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობრივ ზრდაშია.  ტურისტების რაოდენობრივი  ზრდა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის საწინდარია. რაც თითოეული მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

No comments:

Post a Comment